ვაკო ყაზაიშვილი კორეის ჩემპიონატში ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის K ლიგის მე-13 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ქართველი ფეხბურთელი ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა და ჩემიონატის მე-13 ტურის 10 საუკეთესო მოთამაშესაც შეუერთდა და სათამაშო კვირის რჩეული ფეხბურთელის სტატუსიც მოირგო.
"ულსან ჰიუნდაის" 30 წლის ქართველმა შემტევმა "სეულის" წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში "სეულის" წინააღმდეგ 90 წუთის განმავლობაში ითამაშა და დუბლის შესრულება მოახერხა.
⚽️ K League 1 Round 13 Best XI
— K League (@kleague) May 17, 2023
🏝️ Best Team: Jeju United
🐯 MVP: @Vakoqazaishvili #KLeague | #K리그 pic.twitter.com/7oiuZFcUsr
ვაკო ყაზაიშვილს კორეის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში 5 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მეექვსე პოზიციას იკავებს.
"ულსან ჰიუნდაის" სატურნირო ცხრილში 13 ჩატარებული მატჩის შემდეგ 11 გამარჯვების, 1 ფრის და 1 მარცხის შედეგად 34 ქულა აქვს და გათამაშებას ერთპიროვნულად, უახლოეს მდევარ "სეულს" 11 ქულით უსწრებს.