ვაკო გვილია ექსტრაკლასას სიმბოლურ გუნდში მოხვდა
4 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პოლონეთის ჩემპიონატის 35-ე ტურის სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილიაც მოხვდა. ქართველი ფეხბურთელი ექსტრაკლასას კვირის 11 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მას მერე დასახელდა, რაც "კრაკოვიასთან" 2:0 მოგებულ შეხვედრაში გოლის გატანა და გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მოახერხა. 26 წლის ლეგიონერმა თავი ამ სეზონში 11 გოლითა და 9 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, მან კარიერაში ბელარუსის შემდეგ უკვე მეორე ქვეყნის, პოლონეთის ჩემპიონობაც იზეიმა.
Zawodnicy z czterech klubów wyróżnieni po 35. kolejce, gratulacje! 👏 pic.twitter.com/0ZguYRFESD — PKO BP Ekstraklasa (@_Ekstraklasa_) July 13, 2020