ვახტანგ სალიას გოლი და შეფასება იორკ სიტის წინააღმდეგ | VIDEO
EFL TROPHY-ზე ნიუკასლის 21-წლამდელთა გუნდმა იორკ სიტი სტუმრად 1:3 დაამარცხა. პირველი გოლი მასპინძლებმა გაიტანეს, ხოლო გამათანაბრებელი გოლი ქართველი ფეხბურთელის ვახტანგ სალიას ანგარიშზეა, მან სხვაობის აღმოფხვრა ტაიმის მიწურულს 44-ე წუთზე შეძლო.
ვახტანგ სალია შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მან თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 70-ე წუთზე შეცვალეს, 19 წლის ფორვარდმა 12 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 4-ში გაიმარჯვა, ბურთს 28-ჯერ შეეხო, 12 გადაცემიდან 5 ზუსტად შეასრულა (42%), კარში ერთხელ დაარტყა და ისიც გოლით დასრულდა.
ქართველი ფეხბურთელის შეფასება:
Flashscore: 7.1
Sofascore: 7.2
ნიუკასლის 21-წლამდელები მომდევნო შეხვედრას ლიდსის ახალგაზრდული გუნდის წინააღდეგ გამართავენ, მატჩი 19 სექტემბერს ჩატარდება.
ვახტანგ სალიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ეგიდით 4 მატჩი ჩაატარა და უკვე 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა უფიქსირდება.