ვახტანგ სალია კარიერას ნიუკასლში გააგრძელებს
,,დინამო თბილისის'' თავდამსხმელი, ვახტანგ სალია კარიერას ,,ნიუკასლში'' გააგრძელებს.
ინგლისური გუნდის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 17 წლის ფეხბურთელი ,,კაჭკაჭებს'' 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება, მანამდე კი ,,დინამოში'' დარჩება.
დინამო თბილისიდან მაღალი შეფასების მქონე ქართველი ფორვარდი, ვახტანგ სალია გავიფორმეთ! - წერია ნიუკასლის საიტზე.
სალიას ტრანსფერზე ,,ნიუკასლის'' სპორტულმა დირექტორმა, პოლ მიტჩელმა ისაუბრა:
,,მოხარულები ვართ, რომ ვახტანგის ტრანსფერისთვის ბრძოლაში სხვა ტოპ კლუბებს ვაჯობეთ. ვაგრძელებთ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე დაკვირვებას როგორც ინგლისში, ისე ქვეყნის გარეთ, რათა მოვიზიდოთ მოთამაშეები, რომლებიც, იდეალურ შემთხვევაში, მომავალში ძირითადი გუნდის წევრები გახდებიან.
მოუთმენლად ველით სალიასთან მუშაობას და დარჩენილ დროში დინამო თბილისში წარმატებულ თამაშს ვუსურვებთ!'' - პოლ მიტჩელი
ახალგაზრდა ფორვარდის ანგარიშზე ,,დინამო თბილისის'' ძირითადი გუნდის მაისურით ჩატარებულ 31 შეხვედრაში 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
სალიას საქართველოს 17,19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში აქვს ნათამაშები.
✍️ We have completed a deal to sign highly rated Georgian forward, Vakhtang Salia from Dinamo Tbilisi.
— Newcastle United (@NUFC) October 29, 2024
He will officially join the club on his 18th birthday in August and will remain at Dinamo in the meantime.
Welcome to Newcastle United, Vakhtang! 🇬🇪