ვაისი: "სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, ისტორიული შანსი საქართველოსთვის"
4 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის ფლეი-ოფის ორივე შესაძლო შეხვედრას უმასპინძლებს. შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ წილისყრაზე გაირკვა, რომ თუ "ჯვაროსნები" ნახევარფინალურ შეხვედრაში ბელარუსის ნაკრებს დაამარცხებენ, ფინალსაც თავად უმასპინძლებენ, სადაც მეტოქე კოსოვო-მაკედონიას წყვილში გამარჯვებული იქნება. წილისყრის შედეგების გარკვევის შემდეგ, საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა. უეფას პრესსამსახურთან საუბრისას სლოვაკმა სპეციალისტმა თქვა: "ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ისტორიული შანსი ქართული ფეხბურთისთვის. ჩვენ შეგვიძლია ისტორიის გადაწერა".
🏆 We're looking forward to it already! 😍 #GFF #EURO2020 #Playoffs https://t.co/PdfoN2P3rh — Georgia (@GeorgianFF) November 22, 2019