Belive

უცნობი ისტორია | რონალდოს ვიზიტი კოსოვოში ომის დასრულების შემდეგ

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
1998 წელს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ვითარება მკვეთრად დაიძაბა, რის შემდეგაც კოსოვო ცეცხლის ალში გაეხვა. იუგოსლავიის ფედერალურ რესპუბლიკასა (სერბეთი, მონტენეგრო) და კოსოვოელ ალბანელებს (კოსოვოს განმათავისუფლებელი არმია) შორის დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტი 1999 წლის 11 ივნისამდე გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას ორივე მხრიდან 13,548 მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა და ასობით ათასი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლ-კარი მიეტოვებინა. ნატოსა და გაეროს ჩარევის შემდეგ, კონფლიქტი კუმანოვოს ხელშეკრულებით დასრულდა - კოსოვომ პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა მოიპოვა. ომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკური თვალსაზრისით, კოსოვოში უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა. უკიდურეს სიღარიბეში მყოფ კოსოვოს ბრაზილიელი ლეგენდა - რონალდო ესტუმრა. UNDP-ის კამპანიის, "გუნდები სიღარიბის დასაძლევად" ფარგლებში, რონალდომ ომისგან დაზარალებული მოსახლეობა მოინახულა. კოსოვოში რონალდოს ვიზიტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა - მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავის ხილვამ ადგილობრივი მოსახლეობა აღაფრთოვანა. გიაკოვეში (კოსოვო) ერთ-ერთი სკოლისთვის საგანმანათლებლო ინვენტარის შესაძენად, რონალდომ 30.000 დოლარიანი ჩეკი პირადად გამოწერა.

"არავინ იმსახურებს უკიდურეს გაჭირვებასა და სიღარიბეში ცხოვრებას - განსაკუთრებით ომის გამო. ყველა ბავშვს უნდა მიეცეს განათლების მიღების შესაძლებლობა და მინდა მივმართო თითოეულ ადამიანს: ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია რაღაცის შეცვლა", - აღნიშნა რონალდომ.



60224934998d5


 

სხვა სტატიები