Belive

უცნობი ისტორია: მანჩესტერის ლეგენდები ერთმანეთს სამი თვე არ ელაპარაკებოდნენ

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ნემანია ვიდიჩი და პატრის ევრა 8 წლის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედის" შესანიშნავი ფორმაციის გუნდის განუყოფელი ნაწილები იყვნენ - ამ პერიოდში, "წითელი ეშმაკებისთვის", მათ პრემიერ ლიგა 5-ჯერ და 2008 წელს ჩემპიონთა ლიგაც მოიგეს. სერბი და ფრანგი ფეხბურთელები "ოლდ ტრაფორდის" ბინადართა შორის საუკეთესო მეგობრებად ჩამოყალიბდნენ, თუმცა როგორც ცნობილია, თავიდან ყველაფერი იდეალურად არ იყო და ისინი ერთმანეთს სამი თვის განმავლობაში არც კი ელაპარაკებოდნენ.
PA: Patrice Evra and Nemanja Vidic
ამის შესახებ ცნობილი "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინტერვიუდან გახდა.
"ჩვენ ერთსა და იმავე დროს ჩავედით და ერთად ვიბრძოდით. მახსოვს ერთ სასტუმროში ვიყავით და თავიდან ერთმანეთთან ძალიან ცუდი ურთიერთობა გვქონდა. მწვრთნელმა მეორე გუნდში სათამაშოდ გაგვიშვა, რომელსაც რენე მელენსტიბნი წვრთნიდა. 45 წუთის შემდეგ, სარეზერვო გუნდშიც კი შეგვცვალეს. გასახდელში ვიდიჩი ამბობდა: "ჩემმა აგენტმა დამირეკა, უკან, მოსკოვში უნდა დავბრუნდე. ასევე, მე ჩემმა აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემით "რომა" ინტერესდებოდა. ეს რთული დრო იყო. ასე რომ, ჩვენ ერთად გვიწევდა ბრძოლა. ამიტომაც, ვიდას დიდ პატივს ვცემ. ამის შემდეგ, ჩვენ ვიჩხუბეთ და ერთად ისე ვთამაშობდით, ერთმანეთს სიტყვასაც კი არ ვეუბნებოდით. მისთვის არასდროს მითქვამს რომ მარჯვნივ ან მარცხნივ წასულიყო. საბოლოოდ, ფერგიუსონს რიო ფერდინანდისთვის პოზიციის შეცვლა მოუწია, რათა ჩემთან ერთად, მარცხენა მხარეს ეთამაშა. ასე იყო სამი თვის განმავლობაში, იქამდე, ვიდრე, თამაშის შემდეგ, ის ჩემთან მოვიდა გასახდელში და ხელი გამომიწოდა. ყველამ შვებით ამოისუნთქა. ჩვენ საუკეთესო მეგობრები გავხდით, მე და ვიდა. ჩვენ ერთად ღრმა ისტორია გვაქვს. მე ის ძალიან მიყვარს. ჩვენ ვიბრძოლეთ. თუ ჩვენ რაღაცას არასწორად ვაკეთებდით, ვკამათობდით, მაგრამ, მთლიანობაში ეს მართლაც შესანიშნავი ურთიერთობა იყო.", - თქვა ევრამ.
PA: Evra and Vidic
ორივე ფეხბურთელმა ერთად ჯამში თითქმის 700 მატჩი ჩაატარა. ევრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისური 379-ჯერ მოირგო, ხოლო ვიდიჩმა ეს 300-ჯერ გააკეთა.

სხვა სტატიები