Belive

უცნობი ისტორია: ერლინგ ჰოლანდი 16 წლის ასაკში ბოიბენდში მღეროდა (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
სანამ ის მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშე გახდებოდა, დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი YouTube- ზე მუსიკალური პროდუქტის შექმნით იყო დაკავებული. ახალგაზრდა ბიჭების ჯგუფი, რომლის სახელწოდებაც "FlowKingz" გახლდათ, Youtube-ზე ძირითადად ჰიპ-ჰოპის ჟანრის მუსიკას ათავსებდა. ერთ-ერთი მათგანი Kygo jo-ა, რომელშიც წამყვან როლში სწორედ 20 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელი და მისი მეგობარი გულწრფელ ემოციებს გამოხატავენ. საფეხბურთოსგან განსხვავებით, ჰოლანდის მუსიკალური მონაცემებისთვის გენიალურის წოდება გაგვიჭირდება, თუმცა მიუხედავად ამისა, ვიდეოს თითქმის 4 მილიონი ნახვა აქვს და ინტერნეტ-სივრცეში ბოლო პერიოდში ვირუსულდ ვრცელდება. სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ვიდეოს ტექსტი ნორვეგიულიდან ინგლისურად თარგმნა. ნათელია, რომ მსოფლიო ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანია. 5 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის ის მსოფლიოს რეკორდსმენი გახდა გრძელ დისტანციაზე ხტომაში. "პსჟ-სთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შესრულებული დუბლის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მამამისს სურდა, რომ თავის ვაჟს სხვადასხვა სპორტის სახეობაში თანაბრად კარგად გამოსვლა შესძლებოდა, ამიტომაც ჰოლანდს ბავშვობაში თხილამურებთან, ხელბურთთან და მძლეოსნობასთან აქტიური შეხება ჰქონდა. როგორც ჩანს, სხვადასხვა სპორტის სახეობაში დაგროვილი გამოცდილება ბუნდესლიგური კლუბის ტალანტმა საფეხბურთო უნარ-ჩვევების დახვეწის პროცესში კარგად გამოიყენა. მიმდინარე სეზონში, სკანდინავიელ ფეხბურთელს ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 შეხვედრაში 19 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე გადაცემა გაკეთებული.

სხვა სტატიები