Belive

ურუგვაიმ კოპა ამერიკაზე მესამე ადგილი დაიკავა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოპა ამერიკის მესამეადგილოსანი ურუგვაი გახდა. ბრინჯაოს მედლებისთვის შეხვედრაში მარსელო ბიელსას გუნდმა კანადასთან ფრედ 2:2 ითამაშა, გამარჯვებულის ბედი კი პენალტების სერიაში გადაწყდა.

მატჩის მე-8 წუთზე ურუგვაი როდრიგო ბენტანკურმა დააწინაურა, თუმცა მალევე, კანადამ ისმაელ კონეს აკრობატული გოლით გაათანაბრა. მე-80 წუთზე წინ უკვე კანადა გავიდა, კონეს შორიდან დარტყმული მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი პირველი ჯონათან დევიდი იყო. ურუგვაის მხსნელად ლუის სუარესი მოევლინა, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა საკუთარ ნაკრებს თამაში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გადაურჩინა. ურუგვაის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს 69 გოლი დაუგროვდა.

სუარესმა პენალტების სერიაშიც გაიტანა, კანადელებმა 2 თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენს და ანგარიშით 4:2 ურუგვაი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.

სხვა სტატიები