ურუგვაიმ და შეერთებულმა შტატებმა კოპა ამერიკა მოგებით დაიწყეს
ევრო 2024-ის პარარელურად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოპა ამერიკა მიმდინარეობს. გამთენიისას C ჯგუფის ორივე შეხვედრა გაიმართა, სადაც ურუგვაი პანამას დაუპირისპირდა, ხოლო შეერთებული შტატები ბოლივიას.
მარსელო ბიელსას ურუგვაიმ შესანიშნავად დაიწყო და პანამას კარში 9-ჯერ დაურტყა. პირველი გოლი მე-16 წუთზე მაქსიმილიანო არაუხომ გაიტანა და ეს გოლი საკმაოდ ეფექტური გამოვიდა. დიდი უპირატესობის მიუხედავად, ურუგვაი ანგარიშის გამტკიცებას და დამშვიდებას ვერ ახერხებდა, სანამ 85-ე წუთზე დარვინ ნუნიესმა არ მოხსნა კითხვის ნიშნები. მატჩის დამატებულ წუთებზე ჯერ მატიას ვინიამ გაიტანა მესამე, შემდეგ კი მურილიომ 1 ბურთი გაქვითა და საბოლოო ანგარიში 3:1 დაფიქსირდა.
აშშ-სა და ბოლივიის მატჩიც ერთი გუნდის უდიდესი უპირატესობით წარიმართა. ტურნირიის მასპინძლებმა 2:0 მოიგეს, მაგრამ გაცილებით დიდი სხვაობის დაფიქსირებაც შეეძლოთ, რომ არა ბოლოვიელთა მეკარე გილერმო ვისკარა. ამერიკელები კრისტიან პულისიჩის უსწრაფესი გოლით დაწინაურდნენ - შეხვედრის მე-3 წუთზე, მეორე პირველი ტაიმის მიწურულს ფოლარინ ბალოგუნმა გაიტანა და მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.
პირველ ტურში მხოლოდ D ჯგუფის თამაშები დარჩა ჩასატარებელი, რომელშიც პარაგვაი, კოლუმბია, ბრაზილია და კოსტა რიკა არიან ერთად. წელს კოპა ამერიკაზე 16 გუნდი მონაწილეობს, თითოუელი ჯგუფიდან პლეი ოფის საგზურს 2 გუნდი მოიპოვებს.