Belive

ურუგვაი კოპა ამერიკის ნახევარფინალშია - ბრაზილია ტურნირს გამოეთიშა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოპა ამერიკის ნახევარფინალური წყვილები გაირკვა, დღეს პირველი შეხვედრა კოლუმბიას და პანამას შორის შედგა, სადაც კოლუმბიელებმა მეტოქე დიდი სხვაობით 5:0 დაამარცხეს. მეორე მატჩში ურუგვაი ბრაზილიას შეხვდა, შეხვედრის ძირითად დროში გამარჯვებული არ გამოვლინდა, ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც ურუგვაელებმა 4:2 გაიმარჯვეს და შემდეგ ეტაპზეც გავიდნენ.

საბოლოოდ კოპა ამერიკაზე ნახევარფინალური წყვილები ასე გამოიყურება: არგენტინა კანადას 10 ივლისს შეხვდება, ხოლო ურუგვაი კოლუმბიას მომდევნო დღეს (11 ივლისს).

სხვა სტატიები