უოტფორდს ჩისკო "სჭირდება" | ესპანელმა ნდობა დაიმსახურა
4 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"ის ფეხბურთელებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. "უოტფორდის" ნებისმიერ ფეხბურთელს, რომ ჰკითხოთ გიპასუხებთ: "დიახ ის კარგი მწვრთნელია და ჩვენ მას პატივს ვცემთ." ჩისკო დიდებული პიროვნებაა - არა მხოლოდ ის, არამედ მისი სამწვრთნელო შტაბის წევრების გამორჩეული სპეციალისტები არიან. ის ყოველთვის ენერგიითაა დამუხტული, ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზეა და ყოველთვის იღიმის. ძალზედ მნიშვნელოვანია კარგი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა", - აღნიშნა ბენ ფოსტერმა.პრემიერ ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში, ჩისკოს გაწვრთნილი "უოტფორდი" "ნიუკასლს" უმასპინძლებს.