უოტფორდმა ბრისტოლი დაამარცხა | ქართველების შეფასება
ინგლისის ჩემპიონშიპის 35-ე ტურის შეხვედრაში უოტფორდმა ბრისტოლ სიტი სტუმრად 1:2 დაამარცხა.
ორივე ქართველმა ფეხბურთელმა თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, საბა გოგლიჩიძე 69-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი ჩაკვეტაძე კი 85-ზე.
გიორგი ჩაკვეტაძემ 6 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 2-ში გაიმარჯვა, ბურთს 41-ჯერ შეეხო, 31 გადაცემიდან 25 ზუსტად შეასრულა (81%), კარში 2-ჯერ დაარტყა, მაგრამ ორივე დაუბლოკეს
ქართველი ფეხბურთელის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:
Sofascore - 6.6
Flashscore - 6.6
Whoscored - 6.5
საბა გოგლიჩიძემ კი 5 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 3-ში გაიმარჯვა, ბურთს 24-ჯერ შეეხო, 19 გადაცემიდან 18 ზუსტად შეასრულა (95%), ერთხელაც კარისკენ დაარტყა და ბურთი ძელს მოხვდა.
ქართველი ფეხბურთელის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:
Sofascore - 6.5
Flashscore - 6.3
Whoscored - 6.6
JEZZA'S STRIKE WINS IT ➕3️⃣ pic.twitter.com/JDWDHs1CQc
— Watford Football Club (@WatfordFC) February 27, 2026
უოტფორდი ჩემპიონშიპის ცხრილში 51 ქულით მე-7 პოზიციაზეა (13 მოგება, 12 ფრე, 10 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელების გუნდი 10 მარტს, შეფილდ უენსდის წინააღმდეგ გამართავს.