Belive

უოტფორდის მწვრთნელი: ,,ვიცით, ჩაკვეტაძეს რა შეუძლია''

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,უოტფორდის'' მთავარმა მწვრთნელმა, ვალერიენ ისმაელმა, ,,სუონსისთან'' მოგებული მატჩი შეაფასა. სპეციალისტმა შეხვედრის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძეზეც ისაუბრა:

,,რთული მატჩი გამოვიდა. აშკარად ხედავთ, რომ ფეხბურთელებში მენტალური მხარე დიდ როლს თამაშობს და ეს გაშვებულ გოლშიც აისახა. გასულ კვირას მეტოქეს გოლის გასატანად სულ 3 წუთი დასჭირდა, დღეს კი ავტოგოლი გავუშვით. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, მეორე ტაიმში ენერგია აღვიდგინეთ, რაც გულშემატკივრების დამსახურებაცაა.

მოწინააღმდეგის საჯარიმოში ბურთს ზედმეტად ბევრჯერ ვეხებით, ბევრს ვფიქრობთ, რაც მეტოქეს დაცვაში თამაშს უმარტივებს. სწორედ ამიტომ ბევრი დარტყმა დაგვიბლოკეს. როცა ვერ იგებ, თავდაჯერებულობას კარგავ, ფეხბურთელი ვიყავი და ვიცი, რას ნიშნავს ეს. საუკეთესო გამოსავალი გამარჯვებაა და შემდეგი შანსი შაბათს გვექნება.

შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების გავლენა? ჩაკვეტაძე მუხლზე არსებული პრობლემისგან გამოჯანმრთელდა, შესაბამისად, ახლა მას უფრო და უფრო მეტი ენერგია აქვს. მისი შესაძლებლობების შესახებ ვიცით, ის ისმაელ კონესთან ერთად კარგად შემოვიდა.'' - ვალერიენ ისმაელი

ინგლისის ჩემპიონშიფის 36-ე ტურში ,,უოტფორდმა'' ,,სუონსის'' უმასპინძლა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელიც შეხვედრაში 43-ე წუთზე ჩაერთო, საგოლე გადაცემა მიითვალა. ქართველმა შემტევმა, უესლი ჰუდტთან ერთად, Sofascore-სგან მატჩში ყველაზე მაღალი, 8-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.

,,უოტფორდი'' 45 ქულით სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციაზეა. ჩაკვეტაძის გუნდი შაბათს ,,ქოვენთრის'' უმასპინძლებს.

სხვა სტატიები