უოტფორდი ფრეს დასჯერდა - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი ჩაკვეტაძემ?!
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ჩემოიონშიპის 35-ე ტურის მატჩში, "სტოკისა" და "უოტფორდის" დაპირისპირება შედგა. პრინციპული მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
"უოტფორდის" შემადგენლობაში მატჩი კვლავ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელმაც მოედანზე 76 წუთი გაატარა და სტუმრების რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. Sofascore-მ ქართველი შემტევი ნახევარმცველის თამაში 6.8 ქულით შეაფასა.
მოედანზე გატარებულ დროში, გიორგი ჩაკვეტაძე ბურთს 51-ჯერ შეეხო. ჩაკვემ 28-დან 25 ზუსტი პასი გააკეთა და მეტოქის კარში 1 ზუსტი დარტყმაც ჰქონდა.
"სტოკთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, "უოტფორდი" 49 ქულით მე-10 პოზიციაზე იმყოფება და პლეი-ოფის ზონაში მყოფ "ვესტ ბრომვიჩს" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.