Belive

უნიონისა და რეალის 19-წლამდელთა მატჩში ახალგაზრდული ლიგის ჯგუფური ეტაპის რეკორდი დამყარდა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ახალგაზრდული ლიგის C ჯგუფის ბოლო ტურში ,,უნიონ ბერლინმა'' მადრიდის ,,რეალს'' უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

მატჩს 20 744 მაყურებელი დაესწრო, რაც ტურნირის ჯგუფური ეტაპის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

Sky-ს ცნობით, გულშემატკივართა ასეთი რაოდენობა სპეციალურმა კამპანიამ განაპირობა, რომლის ფარგლებშიც თამაშის საყურებლად ადგილობრივი სტუდენტები. მასწავლებლები და ბაღის ბავშვები მიიწვიეს.

,,უნიონ ბერლინის'' 19-წლამდელთა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა 3 ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა, ,,რეალმა'' კი პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში გავიდა.