Belive

უნიკალური შემთხვევა ფეხბურთში - მეკარემ 8 წამის წესი დაარღვია

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ულსანსა და მამელოდი სანდაუნსს შორის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შეხვედრაში უნიკალური ფაქტი დაფიქსირდა, რამაც გულშემატკივრებში დიდი გაუგებრობა გამოიწვია.

მატჩის 83-ე წუთზე სამხრეთ აფრიკული გუნდის მეკარემ ბურთი ხელში 8 წამზე მეტი დროით გაიჩერა, რითაც წესები დაარღვია და მსაჯის გადაწყვეტილებით, მეტოქემ კუთხურის ჩაწოდების უფლება მიიღო.

აღნიშნულ ცვლილებას მხარი მიმდინარე წლის მარტში დაუჭირეს. აქამდე 6 წამის წესი არსებობდა, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც, თავისუფალი დარტყმა ინიშნებოდა. თუმცა, საყოველთაოდაა ცნობილი, რომ მსაჯები ამ წესს ყურადღებას დიდად არასდროს აქცევდნენ.

სხვა სტატიები