Belive

უნიკალური რეკორდი - შვილთან ერთად 2030-ის მუნდიალზე თამაში

3 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

კრიშტიანო რონალდო შესაძლოა ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური რეკორდის ავტორი გახდეს — არსებობს ვარაუდი, რომ მან 45 წლის ასაკშიც ითამაშოს პორტუგალიის ნაკრების მაისურით 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც საკუთარ შვილთან ერთად ასპარეზობის შანსიც ექნება.

რონალდო ამ ზაფხულს ზედიზედ მეექვსე მუნდიალს ითამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფეხბურთელი ამ ასაკში კარიერის დასრულებაზე ფიქრობს, ალ ნასრის თავდამსხმელი კვლავ უმაღლეს დონეზე აგრძელებს თამაშს — მიმდინარე სეზონში მან 37 მატჩში 30 გოლი გაიტანა და თავისი გუნდი საუდის არაბეთში გააჩემპიონა.

2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატი განსაკუთრებული იქნება, რადგან მას პორტუგალიაც უმასპინძლებს. პორტუგალიელის ყოფილი თანაგუნდელის აზრით, რონალდოს უნიკალური მენტალიტეტი და დაუღალავი შრომისმოყვარეობა ამ მიზანს რეალურს ხდის.

„მართლა მჯერა, რომ რონალდოს შეუძლია 44 ან 45 წლამდეც ითამაშოს. საერთოდ არ მიკვირს, რასაც აკეთებს, რადგან მას ჯერ კიდევ 17 წლის ასაკიდან ვიცნობ. ყოველდღე ერთად ვვარჯიშობდით და ვარჯიშის შემდეგაც ყოველთვის მეტი უნდოდა. ის შეპყრობილია თვითგანვითარებითა და კონკურენციით. ასეთი მენტალიტეტი არასდროს მინახავს. თუ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს კვლავ ითამაშებს, აუცილებლად უნდა იყოს ნაკრებში.“ - ერიკ ჯემბა-ჯემბა

15 წლის კრიშტიანო ჯუნიორი უკვე წარმატებით თამაშობს ალ ნასრის აკადემიაში და ცოტა ხნის წინ პორტუგალიის 16 წლამდელთა ნაკრების თამაშში პირველი გოლიც გაიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯუნიორის მიმართ ევროპის წამყვანი აკადემიებიდან დიდი ინტერესია და მას უკვე მადრიდის რეალსაც უკავშირებენ, ამ ეტაპზე მისი განვითარება საუდის არაბეთში გრძელდება, მამასთან ერთად.

რადგან უფროსი რონალდო ფიზიკურად საკმაოდ კარგ კონდიციაშია, სულ უფრო რეალური ხდება სცენარი, სადაც მამა და შვილი ერთად ითამაშებენ — იქნება ეს საუდის ლიგაში თუ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.