Belive

უნიკალური მიღწევა | მარიკიონსმა პსჟ-სთან ერთად ისტორია დაწერა

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას 2026 წლის სუპერ თასის მოგების შემდეგ, პსჟ-ს კაპიტანმა, მარკინიოსმა უნიკალური მიღწევა დააფიქსირა.

კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა, პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობაში უკვე მე-40 ტიტულის მოგება მოახერხა. აქამდე, ერთი გუნდის შემადგენლობაში მოგებული ტიტულების რაოდენობით მარკინიოსი უკვე ყველა სხვა ფეხბურთელს უსწრებდა, ახლა კი 31 წლის მცველმა სიმბოლური ციფრის დაფიქსირებაც მოახერხა.

მარკინიოსზე წინ ისტორიაში მხოლოდ ორი ფეხბურთელია: თანამემამულე დანი ალვეში (44) და მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ლეო მესი (46).

მნიშვნელოვანია, რომ მარკინიოსთან ერთად მიღწეული წარმატება საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ხვიჩა კვარახცელიასთვის კარიერაში მე-12 ტიტულია.

სხვა სტატიები