Belive

უკრაინის ნაკრების მთავარ მწვრთნელად, შესაძლოა, სლავენ ბილიჩი დაინიშნოს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იმ შემთხვევაში თუ უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია ნაკრების მთავარი მწვრთნელის გამოცვლას გადაწყვეტს, სლავენ ბილიჩი მთავარი კანდიდატი იქნება. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ხორვატი სპეციალისტის ბოლო გუნდი ,,უოტფორდი'' იყო, საიდანაც 7 მარტს დაითხოვეს.

პირველ მარტს, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად რუსლან როტანი დაინიშნა. მას შემდეგ უკრაინის ნაკრები ინგლისთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში 0:2 დამარცხდა.

უკრაინელები მომდევნო შეხვედრას 16 ივნისს, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავენ.