უკრაინელმა ფეხბურთელმა ბელარუსული გუნდი დატოვა
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
„გუშინ "ტორპედო-ბელაზთან" კონტრაქტის გაწყვეტის ინიციატორი გავხვდი. ნამდვილ უკრაინელს უნდა ჰქონდეს ღირსება. დავრჩე იმ ქვეყანაში, რომლის ხელისუფლება რუს ოკუპანტებს ომში უკრაინის წინააღმდეგ ეხმარება, ამორალურად მიმაჩნია. ბელორუსში კარიერის განმავლობაში გავიცანი ბევრი კარგი ადამიანი, შევიძინე ბევრი მეგობარი, რომელთა პოზიციასაც ჩვენი უკრაინელი ხალხიც იზიარებს, ასეთ ადამიანებს მადლობას ვუხდი. მალე მოვა დრო, როდესაც უკრაინის ყველა ტერიტორიაზე ერთად ვიმღერებთ ჰიმნს“, - წერს გაბოვდა.