Belive

უკანონო ფსონების განთავსების გამო, სასჯელი ალესანდრო ფლორენცისაც ემუქრება

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' მცველს, ალესანდრო ფლორენცის, ბრალად უკანონო ფსონების განთავსება ედება. ინფორმაციას AGI-ზე დაყრდნობით, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ტურინის პროკურატურამ იტალიელი ფეხბურთელის წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მცველს დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ფაბრიციო კორონას (პაპარაცი) მიერ გავრცელებულ სკანდალურ სიაში, რომელშიც უკანონო ფსონების განთავსებაში ეჭვმიტანილი ფეხბურთელებია დასახელებული, ფლორენციც იყო.

სავარაუდოდ, 32 წლის მცველი, ისევე როგორც ნიკოლო ძანიოლო, ფსონებს საფეხბურთო მატჩებზე არ დებდა და სხვა აზარტულ თამაშებს თამაშობდა.

ამავე საქმეზე კიდევ ორი იტალიელი ფეხბურთელი, ნიკოლო ფაჯოლი (7-თვიანი დისკვალიფიკაციითა და 12 500 ევროთი) და სანდრო ტონალი (10-თვიანი დისკვალიფიკაციით) დაისაჯნენ. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, მოთამაშეებმა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისგან გამოსაჯანმრთელებლად თერაპია უნდა გაიარონ.