ინგლისური "უიმბლდონის" ფეხბურთელმა, სკოტ უაგსტეფმა წვერი თავისი გუნდის ფერებში შეიღება.
საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ, Fa Cup-ის 1/16 ფინალში სკოტის გუნდმა "ვესტ ჰემი" ანგარიშით, 4:2 დაამარცხა. 28 წლის ვინგერმა მატჩამდე პირობა დადო, რომ წარმატების შემთხვევაში ის წვერს "უიმბლდონის" ფერებში შეიღებავდა.
როგორც ხედავთ, უაგსტეფმა სიტყვა შეასრულა.