უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ევროპის 50 ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა.
საუკეთესო ევროპელ ტალანტებს შორის საქართველოს ნაკრების და ყაზანის "რუბინის" შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი მოხვდა.
"ახალგაზრდა ნახევარმცველი გიგანტურ ნაბიჯს დგამს - საქართველოდან რუსეთის ლიგაში დამკვიდრებისკენ. წარმატებული თავდამსხმელის სულიკო დავითაშვილის ვაჟი უკვე საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს",-წერს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო 18 წლის ქართველზე.
ამ სეზონში, დავითაშვილმა რუბინის 15 მატჩში ითამაშა და 1 გოლის გატანა მოახერხა.
სიაში ისეთი ფეხბურთელები მოხვდნენ, როგორებიც ანსუ ფატი, მეისონგრინვუდი, რის ჯეიმსი და გაბრიელ მარტინელი არიან.