უეფამ გიორბელიძის საოცარი მომენტი გაიხსენა - ქართველმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა კოსოვო - 2:1 დაამარცხა. "ჯვაროსნების" მხრიდან გოლები თორნიკე ოქრიაშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა გაიტანეს. მატჩის ერთ-ერთი საკვანძო მოენტი გურამ გიორბელიძის საოცარი ქმედება იყო, როცა საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა ბურთი ფაქტობრივად ცარიელი კარის ხაზიდან გამოიტანა.
აღნიშნული მომენტი უეფას ევრო 2024-ის ოფიციალურმა გვერდმა გაიხსენა და სოცაილურ ქსელში შემდეგი წარწერა დაურთო: "ბურთის კარის ხაზიდან გამოტანა, გურამ გიორბელიძე. რისი ყურება განიჭებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას ფეხბურთში?".😱 This goal line clearance! 🇬🇪 Guram Giorbelidze 👏 What's the most satisfying thing to watch in football? #WCQ | @GeorgiaGff pic.twitter.com/cABr88spfL — UEFA EURO 2024 (@EURO2024) October 26, 2021