Belive

უეფა რუსი მსაჯების ევროპული ტურნირებიდან მოკვეთას აპირებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, რომელსაც უკრაინის საფეხბურთო ასოციაციაც სოციალურ ქსელში ადასტურებს, რუსულ მსაჯებს უეფას ტურნირებზე მუშაობა აეკრძალებათ. ინფორმაცია ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, თუმცა მედიაში ამაზე საკმაოდ ბევრს საუბრობენ. აქამდე, უეფამ გადაწყვიტა, რომ უეფას ეგიდით ორგანიზებულ ტურნირებზე რუსულ კლუბებსა და ნაკრებებს მონაწილეობის უფლება არ ექნებათ, მსაჯთა შეზღუდვა კი ფაქტობრივად, რუსეთის ორგანიზაციიდან საბოლოო გარიცხვას ნიშნავს. ცხადია ამ ყველაფრის მიზეზი რუსეთის ფედერაციის აგრესიაა, რომლის განხორციელებაც უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს დაიწყო.

სხვა სტატიები