Belive

უეინ რუნი ბირმინგემის მთავარი მწვრთნელი აღარ არის

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეინ რუნი "ბირმინგემის" მთავარი მწვრთნელი აღარ არის. "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი ბირმინგემულ კლუბში მთავარ მწვრთნელად 2023 წელს დაინიშნა, მაგრამ მისი შედეგებით ინგლისური გუნდის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა და კლუბიდან გაშვების ოფიციალური განცხადებაც უკვე თავიანთ საიტზე გამოაქვეყნეს

"ბირმინგემის" ოფიციალურ განცხადებაში აღმასრულებელი დირექტორი გარი კუკი გუნდის გადაწყვეტილების შესახებ წერს:

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აუცილებლად გავაკეთოთ ის რისი გაკეთებაც მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდის წარმატებისთვის.

სამწუხაროდ, უეინ რუნის მთავარი მწვრთნელობა ისე არ წარიმართა როგორც დაგეგმილი იყო და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გუნდში ცვლილება შევიტანოთ.

მომავალი მთავარი მწვრთნელის ძებნა უკვე დაწყებულია და სიახლის შესახებ დაუყოვნებლივ შეგატყობინებთ. - გარი კუკი - აღმასრულებელი დირექტორი

უეინ რუნიმ ინგლისურ კლუბში 15 მატჩი გაატარა, რა დროშიც თავისმა გუნდმა მხოლოდ 2 გამარჯვება მოიპოვა, 9-ჯერ დამარცხდა და 4-ჯერ ფრე ითამაშა.

სხვა სტატიები