UEFA-ს საგანგებო სხდომა | დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანქტ-პეტერბურგში არ ჩატარდება
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 25 თებერვალს, თბილისის დროით 13:00 საათზე, UEFA-ს საგანგებო სხდომა ჩატარდება. დიდი ალბათობით, სანქტ-პეტერბურგს UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების ფინალის მასპინძლობის უფლება ჩამოერთმევა.
"რუსეთსა და უკრაინას შორის სიტუაციის გამწვავების გამო, ალექსანდრ ჩეფერინმა UEFA-ს საგანგებო ხდომა მოიწვია. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა 25 თებერვალს, ცენტრალური დროით 10:00 საათზე გაიმართება, რათა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შესაბამისი ზომები იქნას მიღებული", - აღნიშნულია UEFA-ს განცხადებაში.
Following the evolution of the situation between Russia and Ukraine, the UEFA president has called an extraordinary meeting of the Executive Committee for 10:00 CET on Friday 25 February, in order to evaluate the situation and take all necessary decisions. — UEFA (@UEFA) February 24, 2022