Belive

"უდიდესი უპატივცემულობა", - ფერდინანდი მესის კედლის მიღმა დაწოლაზე

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
28 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე წრის შეხვედრების ნაწილი გაიმართა, სადაც დღის ცენტრალური მატჩი "პსჟ"-სა და "სიტის" შორის გასამართი შეხვედრა გახლდათ. ფრანგულ-ინგლისური დაპირისპირება დაძაბულობით აღსავსე გამოდგა, თუმცა ფრანგებმა დამაჯერებლად იმარჯვეს - მათ ორივე ტაიმში თითო უპასუხო გოლი გაიტანეს. შეხვედრის მეორე ტაიმში ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, ლეო მესიმ, ფრანგული კლუბის რიგებში მისი სადებიუტო გოლი გაიტანა. შეხვედრის ერთ-ერთი ეპიზოდში, მაშინ როდესაც ინგლისელები ჯარიმას ასრულებდნენ, ლეო მესი "კედლის" უკან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იყო წარმოდგენილი, რამაც ფეხბურთის მცოდნეებისა და ქომაგების გაკვირვება გამოიწვია.

რიო ფერდინანდი ამ მომენტს ლიონელ მესის უპატივცემულობად აღწერს:
1111

"უდიდესი უპატივცემულობა" "მე რომ მესი ვიყო თანაგუნდელი ვყოფილიყავი, ამას ნამდვილად არ ვაკადრებდი", - ასე გაიხუმრა რიო ფერდინანდმა ზემოთხსენებულთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ "კედლის" მიღმა დაწოლა, ბოლოდროინდელ საფეხბურთო პრაქტიკაში დანერგილი ტაქტიკაა.  

სხვა სტატიები