U19 | წარმოუდგენელია, თურქეთმა პირველი ტაიმი წააგო, მაგრამ შემდეგ 10 გოლი გაიტანა
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონის მეორე ეტაპის დასკვნით მატჩში თურქეთის ასაკობრივმა ნაკრებმა ლიხტენშტეინი 11:2 დაამარცხა.
რა თქმა უნდა 9-ბურთიანი სხვაობა გასაოცარია, მაგრამ უფრო აღსანიშნავი არის ის, რომ ლიხტენშტეინი ამ მატჩს იგებდა და თურქეთმა ქამბექი შემოგვთავაზა და ზედიზედ 10 ბურთი გაიტანა ისე, რომ მეტოქეს არცერთი გაატანინა.
პირველ ტაიმში თურქეთი 21-ე წუთზე იაკუბ ილჩინმა დააწინაურა, ხოლო ერჯონ მემაის დუბლით ლიხტენშტეინმა პირველი ტაიმი მოიგო. მეორე ტაიმი კატასტროფული იყო სწორედ ლიხტეშტეინისთვის, ხოლო ბრწყინვალე იყო თურქეთისთვის. უფრო ზუსტად: ტიერი კარადენიზმა პენტა-ტრიკი შეასრულა (5 გოლი გაიტანა), თითო-თითო გოლი კი უთკუ ქურთალმა, იუნუს უნალმა, ვათან ოზჯანმა, ერმინ თორუნოღულარიმ და ერქ ასლანმა გაიტანეს.
🇹🇷 U19 Milli Takımımız, UEFA Avrupa U19 Şampiyonası B Ligi 2. Tur son maçında Lihtenştayn'ı 11-2 mağlup ediyor! pic.twitter.com/pvJV19a4Ka
— Transfermarkt.com.tr (@TMtr_news) November 17, 2026