Belive

U17 | 24 თებერვალს, საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს

12 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ვაჟთა 17-წლამდელთა ნაკრები, 24 თებერვალს, 17:00 საათზე, რუსთავის მუნიციპალური საფეხბურთო ცენტრის მოედანზე, ჩრდილოეთ მაკდეონიის 17-წლამდელთა გუნდს უმასპინძლებს. ხოლო განმეორებითი ამხანაგური მატჩი, 26 თებერვალს, 17:00 საათზე, დიდი დიღმის სფფ-ის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე შედგება.

U17 | შემადგენლობა:

მეკარეები: სანდრო წიკლაური (ლოკომოტივი თბილისი), მათე ჭელიძე (დინამო თბილისი), საბა ცარციძე (კოლხეთი ფოთი).

მცველები: ლუკა შარიქაძე (დინამო თბილისი), იოანე გოგიჩაიშვილი (დინამო თბილისი), საბა კილაძე  (იბერია 1999), დავით ცქვიტაია (დინამო თბილისი), ალიკა გეთიაშვილი (დინამო თბილისი), საბა ხუციშვილი (ინტერის აკადემია), ანდრია ლოლუა (დინამო თბილისი), ანზორ ცირამუა (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: გიორგი გერგედავა (ტორპედო ქუთაისი), საბა შარვაშიძე (დინამო  თბილისი), საბა ავდოევი (იბერია 1999), გიორგი ლაგვილვა (ტორპედო ქუთაისი), ლუკა კნოევი (ოსნაბრუკი, გერმანია), რეზი გაზდელიანი (ბოლნისი სიონი), ბექა ბარამიძე (დინამო ბათუმი), გიორგი ჯამარაული  (მეშახტე ტყიბული).

თავდამსხმელები: სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი), სანდრო კუნჭულია (იბერია 1999), გიორგი გორგაძე (დინამო თბილისი), დემირ არი (ნიურნბერგი, გერმანია), ნიკოლოზ ხატოიანი (ტორპედო ქუთაისი).

ალექსანდრე კობახიძის 17-წლამდელთა ნაკრები, გაზაფხულზე სარეიტინგო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ჩვენი ასაკობრივი - უელსს, სან მარინოს და ანდორას შეხვდება. შესარჩევი ციკლის სარეიტინგო ტურნირის მატჩებს 10-16 აპრილს სან მარინო უმასპინძლებს.

10 აპრილი - სან მარინო V საქართველო | ეციო კონტი - დოგანა
13 აპრილი - ანდორა V საქართველო | აკვავივა სტედიუმი - აკვავივა
16 აპრილი - უელსი V საქართველო | აკვავივა სტედიუმი - აკვავივა

წყარო: ნაკრები