Belive

ტუხელმა ინგლისის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი 2 მატჩისთვის, თომას ტუხელმა ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 21-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ "სამი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, გერმანელმა სპეციალისტმა შემადგენლობა პირველად დაასახელა. ტუხელის მეთაურობით ინგლისის ნაკრები 21 მარტს ალბანეთს, ხოლო 24 მარტს ლატვიას დაუპირისპირდება.

ალბანეთისა და ლატვიის წინააღმდეგ, თომას ტუხელმა 21 ფეხბურთელს უხმო. განაცხადში ადგილი არ მოიძებნა ჯეკ გრილიშისა და ჰარი მაგუაიერისთვის, მაგრამ შემადგენლობაში დაბრუნდა ჯორდან ჰენდერსონი. ასევე ტრავმის გამო, განაცხადს მიღმა დარჩა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, რომელმაც მძიმე დაზიანება "პარი სენ-ჟერმენთან" გამართულ საპასუხო მატჩში მიიღო.

ინგლისის შემადგენლობა

მეკარეები: დინ ჰენდერსონი, ჯორდან პიკფორდი, აარონ რამსდეილი, ჯეიმს ტრაფორდი.

მცველები: დენ ბარნი, ლივაი კოლვილი, მარკ გეჰი, რის ჯეიმსი, ეზრი კონსა, მაილს ლუის-სკელი, ტინო ლივრამენტო, ჯარელ ქუანსა, ჰაილ უოკერი.

ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი, ებერეჩი ეზე, ჯორდან ჰენდერსონი, კურტის ჯონსი, კოულ პალმერი, დეკლან რაისი, მორგან როჯერსი.

თავდამსხმელები: ჯაროდ ბოუენი, ფილ ფოდენი, ენტონი გორდონი, ჰარი კეინი, მარკუს რაშფორდი, დომინიკ სოლანკე.

სხვა სტატიები