ტუხელი: "სულშერის მანჩესტერ იუნაიტედთან კარიერაში ყველაზე მძიმე მარცხი განვიცადე"
4 წლის წინ
ფეხბურთი
3 წთ
" შემიძლია გულახდილად გითხრათ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" წაგებული მატჩის შემდეგ ორი დღის განმავლობაში აბსოლუტურ სიბნელეში ვიმყოფებოდი, არავისთან საუბარი არ შემეძლო, გარდა წაგებული მატჩისა სხვა ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი". "ჩემთვის ეს იყო ყველაზე მძიმე მარცხი, რადგან წაგებას არაფერი მოასწავებდა. წაგებული შეხვედრის შემდეგ ორი დღე ყველაზე ბნელ ადგილას გავატარე, სადაც კი მწვრთნელი შეიძლება აღმოჩნდეს ".ტუხელმა "იუნაიტედთან" კვირას გასამართ შეხვედრაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ორი თამაშის შედარება შეუძლებელია.
"ჩემპიონთა ლიგაზე წაგებული შეხვედრის და კვირას გასამართი მატჩის შედარება შეუძლებელია. მე უკვე გითხარით, თუ როგორ ვგრძნობდი თავს ჩემპიონთა ლიგაზე მარცხის შემდგომ. ყველამ ვიცით, რომ წაგება რთული გადასატანია". "თუმცა ახლა მე ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ვარ, ჩვენ გვიყვარს შეჯიბრი, გვიყვარს გამარჯვება. სწორედ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ კვირას გასამართ შეხვედრაში "იუნაიტედთან".პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" 25-25 შეხვედრა ჩაატარეს. ტუხელის გუნდი საუტრნირო ცხრილში 43 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება და მე-2 ადგილზე მყოფ "იუნაიტედს", რომელსაც 49 ქულა აქვს, 6 ქულით ჩამორჩება.