Belive

ტუხელი: "კეინთან ოფიციალური შეთანხმება არ არის, ამ ტრანსფერს ამ ეტაპზე ვერ დავადასტურებ..."

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა - ტომას ტუხელმა, ჰარი კეინის მიუნხენურ კლუბში გადაბარგებასთან დაკავშირებით, პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

ბრიტანული და გერმანული მედია საშუალებები ჰარი კეინის ტრანსფერთან დაკავშირებით აქტიურად სპეკულირებენ. მას შემდეგ, რაც "ბაიერნსა" და "ტოტენჰემს" შორის შეთანხმება შედგა, კეინმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა, თუმცა, უკანასკნელი ცნობების თანახმად, ინგლისელი ვარსკვლავი "რეკორდმაისტერში" გადასვლას დათანხმდა.

მომავალი ტრანსფერის ერთადერთ ხელისშემშლელ გარემოებად, "ტოტენჰემის" პოზიცია რჩება. თავდაპირველად, "სპურსის" წარმომადგენლები 100 მილიონიან წინადადებას დათანხმდნენ, მაგრამ მოგვიანებით გარიგების პირობების გადახედვა მოინდომეს. 

სწორედ ამ ფაქტისა და შესაძლო ტრანსფერის შესახებ, დღევანდელ პრესკონფერენციაზე "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა. 

"დასამალი არაფერი მაქვს, აუცილებლად მოგახსენებთ ბოლო დეტალებს.

შემიძლია გითხრათ, რომ ამ ტრანსფერზე მთელი მიუნხენური კლუბი მუშაობს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა ბოლო დეტალების თანახმად, ჰარი კეინის ტრანსფერს ვერ დავადასურებ, რადგან კლუბებს შორის არანაირი კონტრაქტი არ გაფორმებულა.

არც უშუალოდ ჰარი კეინთან არ მქონია საუბარი, რადგან არანაირი ოფიციალური დოკუმენტი და ბერკეტი არ მაქვს, რომ მას გავესაუბრო. როდესაც საბუთი ხელში მეჭირება, რომ იგი ბაიერნის ახალი ფეხბურთლია, ამ ყველაფერსაც მოგახსენებთ, თუმცა ამ ეტაპისთვის ტრანსფერი დადასტურებული არ არის..." - ტომას ტუხელი

შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის გასულ სეზონში, კეინმა 30 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. 

ასევე შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინისთვის სასწორის მეორე მხარეს, პრემიერ ლიგის ყველა დროის ბომბარდირობა დევს. ამ მომენტისთვის პრემიერ ლიგაში კეინის ანგარიშზე 213 გატანილი გოლია და პირველ ადგილზე მყოფ - ალან შირერს (260) , 47 გოლით ჩამორჩება. 

სხვა სტატიები