Belive

,,თუ მწვრთნელს რამე არ მოეწონება, გავათავისუფლებ'' - რომარიო საფეხბურთო კარიერის განახლების შემდეგ

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, რომარიომ, რამდენემე დღის წინ, კარიერის განახლების შესახებ განაცხადა.

58 წლის რომარიო ,,ამერიკა რიო დე ჟანეიროში'' ითამაშებს, რომლის პრეზიდენტიც თავადაა.

ლეგენდარულ ბრაზილიელს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა უპირატესობები აქვს ,,მოთამაშე პრეზიდენტს'', რაზეც მან ხუმრობით უპასუხა:

,,ვითამაშებ როცა მინდა და სადაც მინდა... თუ ეს მწვრთნელს არ მოეწონება, სამსახურიდან გავათავისუფლებ. თუ თანაგუნდელი პასს არ მომცემს, დავაჯარიმებ!'' - რომარიო

რომარიო კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში, მათ შორის ,,პსვ-ში'', ,,ბარსელონასა'' და ,,ვალენსიაში'' თამაშობდა. ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო გოლეადორმა კარიერა 2009 წელს სწორედ ,,ამერიკა რიო დე ჟანეიროში'' დაასრულა.