"თუ მეცს გადაარჩენს, მასთან ვალში ვიქნებით" - რა გამოხმაურება მოჰყვა მიქაუტაძის თამაშს?
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურში, "ლე ავრმა" "მეცი" მიიღო და 0:1 დამარცხდა. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე მატჩს უდიდესი დატვირთვა ჰქონდა. შეხვედრის დაწყებამდე მეცი გასავარდნ ზონაში იყო 26 ქულით, ხოლო მისი უშუალო კონკურენტი, ლე ავრი 28 ქულით მე-15 პოზიციას ინარჩუნებდა. სტუმრებმა შეხვედრა გიორგი მიქაუტაძის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს. ქართველმა, ისევე როგორც წინა ტურში, ახლაც პიარადად მოუტანა 3 ქულა თავის გუნდს. სოციალურ ქსელში მის თამაშს მეცის გულშემატკივრები ეხმაურებიან.
'თუ მეცს გადაარჩენს, მასთან ვალში ვიქნებით'
'ყოჩაღ მეცს, მე-2 ლიგიდან თავს იმით გადაირჩენს, რომ გაყიდული ფორვარდი უკან დააბრუნა. მომავალ სეზონში "ლიონში" რომ გადმოვიდეს, შესანიშნავი იქნებოდა'
'ამ ბიჭთან ერთად მეცს სულ სხვა სეზონი ექნებოდა. დაბრუნების შემდეგ მას აქვს სტატისტიკა, რომელიც ყველაფერზე თავად მეტყველებს. ახლა ყველაფერი მეცის ხელშია, რამდენიმე თამაშის წინ ამას ვერ დავიჯერებდი'
'ერთ სულელებით სავსე კლუბში ფიქრობენ, რომ ბრობი და აკპომი უკეთესი ვარიანტია, ვიდრე გიორგი'
'ლიგა 1-ის ბომბარდირებში მე-7 ადგილზეა და ისე, რომ ნახევარი სეზონი სხვაგან გაატარა, ნამდვილი მეფეა' - წერენ სოციალურ ქსელში გულშემატკივრები
ამ მომენტისთვის, მეცმა გასავარდნ ზონას თავი დააღწია და 1 ქულით სწორედ ლე ავრს გადაუსწრო. მიქაუტაძეს ლიგა 1-ში უკვე 10 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს. მეცი მომავალ შეხვედრას "ლილის" წინააღმდეგ, საკუთარ კედლებში ჩაატარებს.