Belive

ცრვენა ზვეზდამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ცრვენა ზვეზდამ" სუპერლიგის მეტოქე "მლადოსტ ლუჩანთან" 3:1 მოგების შემდეგ მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ეს იყო ზედიზედ 122-ე სუპერლიგის საშინაო ლიგის მატჩი, რომელიც "წითელმა ვარსკვლავმა" დამარცხების გარეშე დაასრულა.

ამით მათ 1957 წლის თებერვლიდან 1965 წლის მარტამდე მადრიდის "რეალის" მიერ დამყარებული მსოფლიოს წინა საუკეთესო 121-ე წაუგებელი სერია გააუმჯობესა.

სერია რაიკო მიტიჩის სტადიონზე 2017 წლის აპრილში დაიწყო, ამის შემდეგ კი სერბულ გუნდს 110 მოგება და 12 ფრე აქვს.

"ცრვენა ზვეზდას" იგივე არ გამოსდის ევროპის მასშტაბით, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტისთან" გასამართ შეხვედრამდე სერბული გუნდი ბოლო ადგილზეა და ევროპა ლიგაზე გასვლის შანსიც დაკარგა.