Belive

წყალტუბოს სამგურალს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგის გუნდები 2022 წლის სეზონისთვის მზადებას აქტიურად იწყებენ. გუნდებში როგორც ფეხბურთელთა, ისე მწვრთნელთა ცვლილებები აქტიურად მიმდინარეობს. პირველი გუნდი, რომელიც ახალ სეზონს ახალი მწვრთნელით შეხვდება, წყალტუბოს "სამგურალი" იქნება, რომელსაც გიორგი მიქაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას იმერული კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს და წერს, რომ ცვლილებები მთლიანად სამწვრთნელო შტაბში იქნება, სადაც 41 წლის სპეციალისტს ასისტენტობას მიხეილ აშვეთია, სერგი ორბელაძე და ლევან ყუფარაძე გაუწევენ, ხოლო მეკარეების მწვრთნელად ლევან აბაშიძე იმუშავებს. რაც შეეხება ფიზმომზადებას, ამ მიმართულებას ოთარ საბანაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება სოსო ფრუიძეს, მის მომავალთან დაკავშირებით კლუბი ოფიციალურ განცხადებას ჯერჯერობით არ ავრცელებს, თუმცა, Live.ge-ს ინფორმაციით, იგი "სამგურალში" დარჩება და ხელმძღვანელობაში გადაინაცვლებს. გიორგი მიქაძე კარიერის განმავლობაში, "ზესტაფონში", მარტვილის "მერანში", საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებსა და "სამტრედიაში" მუშაობდა, ბოლოს კი "თელავს" ხელმძღვანელობდა, რომელიც 2021 წლის სეზონის შუაში, ეროვნულ ლიგაში ბოლო, მეათე პოზიციაზე მყოფი ჩაიბარა და საბოლოოდ, სეზონი მეექვსე ადგილზე დაასრულა.

სხვა სტატიები