ცნობილია, ვინ გაწვრთნის რეალს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, ანჩელოტის გათავისუფლების შემთხვევაში
იმ შემთხვევაში თუ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დაწყებამდე მადრიდის ,,რეალი'' კარლო ანჩელოტის გაათავისუფლებს, ,,სამეფო კლუბის'' დროებით მთავარ მწვრთნელად გუნდის ამჟამინდელი დირექტორი, სანტიაგო სოლარი დაინიშნება. ინფორმაციას Relevo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მადრიდულმა გრანდმა არგენტინელს ამის შესახებ უკვე შეატყობინა. ,,რეალში'' მიიჩნევენ, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე სოლარის დროებით მწვრთნელად დანიშვნა იდეალური გამოსავალი იქნება.
Relevo წერს, რომ კლუბის ხელმძღვანლობა ანჩელოტის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას მანამ არ მიიღებს, სანამ გუნდს ლა ლიგის მოგების შანსი ჯერ კიდევ აქვს.
2025 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, რომელსაც აშშ მასპინძლობს, 14 ივნისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება. ,,რეალი'' H ჯგუფში იასპარეზებს და მისი მეტოქეები ,,ალ ჰილალი'', ,,პაჩუკა'' და ,,ზალცბურგი'' იქნებიან.
#NoticiaRelevo 🗞️ Solari ya está avisado y preparado para dirigir al Madrid en el Mundial de clubes.
— Relevo (@relevo) April 22, 2025
En el club se contempla como la situación más natural, a no ser que el nuevo entrenador apueste decididamente por afrontar este reto.
✍️ Enrique Ortegohttps://t.co/OgB8oZCAp0