,,ცნობილია, რომ ეს ნამდვილი ლატარიაა'' - ანჩელოტი ალვარესის გაუქმებულ პენალტზე
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ,,ატლეტიკოსთან'' მოგებული მატჩი შეაფასა:
,,როგორც ყოველთვის, ატლეტიკოს წინააღმდეგ კვლავ რთული შეხვედრა გამოვიდა, მეტოქემ გოლი პირველ წუთზე გაგვიტანა და თავს ძალიან კარგად იცავდა. ბევრი შანსი არ გვქონია, თუმცა პენალტი ვერ გამოვიყენეთ. ატლეტიკოსთან მომენტების შექმნა რთულია, რადგან ეს გუნდი თავს განსაკუთრებული სულისკვეთებით იცავს.
პენალტების სერია? მატჩამდე განსაზღვრული გვქონდა თუ ვინ როდის შეასრულებდა თერთმეტმეტრიანს, პირველი ვინისიუსი უნდა ყოფილიყო, თუმცა, სამწუხაროდ, გააფუჭა. ვიმსჯელეთ თუ ვის უნდა შეესრულებინა მე-5 პენალტი, შარშან სიტისთან ეს რუდიგერმა გააკეთა და გადაწყვეტილებაც ამის მიხედვით მივიღეთ.
ალვარესის გაუქმებული თერთმეტმეტრიანი? დიახ, დიახ, ეს მართლაც ძალიან უცნაურია. მარჯვენათი არტყამდა და ბურთს მარცხენა ფეხითაც შეეხო. ცნობილია, რომ ეს ნამდვილი ლატარიაა.'' - კარლო ანჩელოტი
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,რეალმა'' ,,ატლეტიკო'' პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
კარლო ანჩელოტის გუნდის მეტოქე 1/4-ფინალში ლონდონის ,,არსენალი'' იქნება.