როგორც დღეს ცნობილი გახდა, კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა. თუმცა როგორც “ბარსელონას” ოფიციალური საიტი იუწყება, ამ კონკრეტულ ფეხბურთელს კონტაქტი არ ჰქონია იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის მატჩისთვის ლისაბონში გაემგზავრნენ.
როგორც ცნობილი გახდა, ეს ფეხბურთელი ბარსელონას ცენტრალური მცველი - ჟან-კლერ ტოდიბოა. ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" გაავრცელა.