Belive

წითელი ბარათის მიღების შემდეგ ნეიმარი მეტოქეს მოედნის გარეთაც დაუპირისპირდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურის შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელი, ნეიმარი ,,ლილის'' მცველს - ტიაგუ ჟალოს ჯერ მოედანზე დაუპირისპირდა, შემდეგ კი გასახდელისკენ მიმავალ გზაზე.

მატჩის 91-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან ორივე ფეხბურთელი გააძევა. გვირაბში გადაღებულ კადრებში კი ჩანს, რომ მოთამაშეები ერთმანეთს ფიზიკურად შეეხნენ, თუმცა ოფიციალურმა პირებმა მათი გაშველება შეძლეს.


საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ლილის'' უმასპინძლა და 0-1 დამარცხდა. 31 ტურის შემდეგ, მაურისიო პოჩეტინოს გუნდი 63 ქულით ცხრილის მეორე პოზიციაზეა და ლიდერ ,,ლილის'' 3 ქულით ჩამორჩება.  

სხვა სტატიები