"წინასწარი ნიშნები ნამდვილად კარგია" - უოტფორდის მწვრთნელი
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ჩემპიონშიპის მე-5 ტურის შეხვედრაში "უოტფორდმა" "ქოვენთრის" უმასპინძლა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. გიორგიმ "უოტფორდის" რიგებში თავი ისევ გამოიჩინა და 67-ე წუთზე ტომ დელე-ბაშირუ-ზე საგოლე გადაცემა გააკეთა. ცოტა ხნის შემდეგ როგორც ქართველი, ასევე "უოტფორდის" გულშემატკივრებისთვის სამწუხარო რამ მოხდა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება თავისი ფეხით ვერ შეძლო და საკაცით გაიყვანეს.
მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა "უოტფორდის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმ:
წინასწარ არ მინდა რაღაც დასკვნების გამოტანა და ბევრი საუბარი, მაგრამ როგორც ჩანს ეს იყო ზურგის სპაზმი, რომელიც შესაძლოა ცოტათი საშიში იყოს, ეს არ არის ის რაც შეიძლება შენ ყოველდღე გამოსცადო. წინასწარი ნიშნები ნამდვილად კარგია, ის გასახდელში ზის. - ტომ კლევერლი - "უოტფორდის" მთავარი მწვრთნელი
Tom Cleverley provides an update on Giorgi Chakvetadze. 👇 pic.twitter.com/xIiNWuGmzq
— Watford Football Club (@WatfordFC) September 14, 2024