Belive

ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი ტრავმის გამო სამ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოტოვებს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში "ლივერპულმა" "ასტონ ვილა" 2:0 დაამარცხა. მატჩის 25-ე წუთზე ტრავმის გამო ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის შეცვლა გახდა საჭირო, როგორც მატჩის შემდეგ გაირკვა ინგლისელ ფეხბურთელს ბარძაყის ტრავმა აქვს.

The Times-ის რეპორტიორმა პოლ ჯოისმა დაწერა, რომ ის მატჩის მიმდინარეობისას შეცვალეს, რადგან უფრო სერიოზული ზიანი არ მიეღო. მისი ინფორმაციით ტრენტი რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს, დიდი ალბათობით ის მომდევნო სამ მატჩს გამოტოვებს: "საუთჰემპტონთან" 24 ნოემბერს, მადრიდის "რეალთან" 28 ნოემბერს და 1 დეკემბერს "მანჩესტერ სიტისთან".

კლუბის მატჩების შესაძლო გამოტოვების გარდა, 26 წლის ფეხბურთელი ნოემბრის სანაკრებო მატჩებზე, საბერძნეთის და ირლანდიის წინააღმდეგაც ვერ ითამაშებს.

სხვა სტატიები