ტრავმირებული ხოჭოლავა კოპენჰაგენს ფანებთან ერთად გულშემატკივრობს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და "კოპენჰაგენის" ცენტრალური მცველი - დავით ხოჭოლავა, "კოპენჰაგენს" ტრავმის გამო ვერ ეხმარება.
ტრავმის მიუხედავად, ხოჭოლავამ თანაგუნდელების გამხნევება ფანების ტრიბუნიდან სცადა. geo_team-ის Instagram გვერდზე განთავსდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ტრავმირებული დავით ხოჭოლავა ქომაგთა ტრიბუნიდან "კოპენჰაგენს" ფანებთან ერთად გულშემატკივრობს. დანიის თასის მოგების შემდეგ, "კოპენჰაგენს" ქვეყნის ჩემპიონობამდე მხოლოდ 2 მოგება აშორებს.