Belive

ტრანსფერი - დინამო თბილისში სერბი ნახევარმცველი ითამაშებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო თბილისი" ახალი სეზონის დაწყებისთვის ემზადება. გიორგი ნემსაძის გუნდი კიდევ ერთი ფეხბურთელით გაძლიერდა. 29 წლის საყრდენი ნახევარმცველი მილან რადინი ამიერიდან დედაქალაქელთა მაისურს მოირგებს. როგორც ცნობილია, გამოცდილმა სერბმა "დინამო თბილისთან" 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გეტყვით, რომ მილანი ბოლოს სამშობლოში, სერბეთის სუპერ ლიგაში, "ინჯიიას" რიგებში თამაშობდა. რადინმა მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა. 29 წლის ნახევარმცველს სხვადასხვა დროს ბელგრადის "პარტიზანის", "აქტობეს" და პოლონური "კორონას" რიგებში უთამაშია. გარდა ამისა, მილანმა მოირგო რამდენიმე სერბული კლუბის მაისურიც.

სხვა სტატიები