Belive

Transfermarkt-ის ექსპერტის პროგნოზი - ლიგა 1-ის ბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე გახდება

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპული სეზონის დაწყების წინ, Transfermarkt-ის გუნდის წევრებმა ტოპ ჩემპიონატების გამარჯვებულები, ბომბარდირები, უდიდესი მოულოდნელობები და ჩავარდნები იწინასწარმეტყველეს.

ერთ-ერთი ექსპერტის, ტობიას კრიოგერის აზრით, საფრანგეთის ლიგა 1-ის ბომბარდირი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ლიონის'' თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე გახდება.

გარდა ამისა, გერმანელი მიიჩნევს, რომ ლიგა 1-ს ,,პარი სენ ჟერმენი'' მოიგებს, ,,მონპელიე'' სიურპრიზებს შემოგვთავაზებს, ჩავარდნა კი ,,მარსელს'' ექნება.

Transfermarkt-ის ხუთივე ექსპერტი თანხმდება, რომ პრემიერლიგისა და ბუნდესლიგის ბომბარდირები ამ სეზონშიც ერლინგ ჰოლანდი და ჰარი კეინი იქნებიან.

ლიგა 1-ის პირველ შეხვედრას გიორგი მიქაუტაძის ,,ლიონი'' კვირას, 18 აგვისტოს, ,,რენთან'' სტუმრად გამართავს.

View this post on Instagram

A post shared by Transfermarkt (@transfermarkt_official)

სხვა სტატიები