Belive

ტოტენჰემს ტონალის შეძენა ძალიან ძვირი უჯდება, ტრანსფერი მალე დაიხურება

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიუკასლის იტალიელი ფეხბურთელი სანდრო ტონალი ტოტენჰემში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა, მათ ნაცვლათ ლონდონური კლუბი 100 მილიონ ევროზე ცოტათი მეტის გადახდას აპირებს, ინფორმაციას ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

ნიუკასლს ტონალის მიმართ აქამდეც არაერთი შეთავაზება მიუღია, რომელთა ღირებულება 92 მილიონი ევროს ფარგლებში იყო, მაგრამ ისინი უარყოფილი იყო და ტოტენჰემი ამჯერად დანებებას არ აპირებს და თანხის გაზრდას აგრძელებს.

როგორც არაერთი წყარო იტყობინება ტოტენჰემის ამჟამინდელი მწვრთნელი რობერტო დე ძერბის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ სანდრო ტონალია და მის გადასაბირებლად ყველაფერის გაკეთებას შეეცდება.

სხვა სტატიები