BREAKING: ტოტენჰემმა ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიელმა სპეციალისტმა "ტოტენჰემი" 2019 წლის ნოემბერში ჩაიბარა და გუნდი მეექვსე პოზიციაზე გაიყვანა. შეგახსენებთ, 6 დღის შემდეგ, "ტოტენჰემი" ინგლისის ლიგის თასის ფინალში "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება."ჟოზემ და მისი სამწვრთნელო შტაბმა გუნდი საკმაოდ რთულ პერიოდში ჩაიბარეს. ჟოზე ნამდვილი პროფესიონალია, რომელმაც პანდემიის დროს უდიდესი შრომა გასწია. პირადად მასთან, შესანიშნავი ურთიერთობა მაკავშირებს და სამწუხაროა, რომ ყველაფერი ისე ვერ განვითარდა, როგორც წინასწარ ვვარაუდობდით. ტოტენჰემი ყოველთვის მისი სახლი იქნება და მადლობას ვუხდით გაწეული შრომისათვის", - განაცხადა "ტოტენჰემის" ხელმძღვანელმა, დანიელ ლევიმ.