Belive

ტორპედოს ქომაგების ღირსეული საქციელი - ქუთაისელებმა ახალგაზრდა ფეხბურთელის ხსოვნას პატივი მიაგეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრებმა საქართველოს ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის პირველ შეხვედრაში "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილი 20 წლის ფეხბურთელის, მიშო ახლოურის ხსოვნას პატივი მიაგეს. ბათუმის "დინამოსთან" (0:1) წაგებულ შეხვედრას ქომაგი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიზეზით არ ესწრებოდა, თუმცა ქუთაისური გუნდის ფან-კლუბმა თავიანთ ტრიბუნაზე ბანერი გადმოფინა. როგორც გამოძიებით დადგინდა, მიშო ახლოური 2021 წლის 6 იანვარს, საკუთარმა ძმამ ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიშო ახლოური "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილი გახლდათ. ბოლოს იგი საფეხბურთო კლუბ "გაგრაში" ირიცხებოდა და მეორე გუნდის რიგებში თამაშობდა. იგი 2020 წლის ივნისში მოკლული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი იყო.

სხვა სტატიები